ლიცენზიის ხელშეკრულებით

ლიცენზირებული შეთანხმება სავაჭრო რობოტების “mtrobot.net’’- ის გამოყენებასთან დაკავშირებით
პროგრამის გამოყენებამდე, გთხოვთ გაეცნოთ ლიცენზირებული შეთანხმების პირობებს. პროგრამის ნებისმიერი გამოყენება ნიშნავს თქვენს თანხმობას შეთანხმებაში მოცემულ პირობებზე.
თუ თქვენ სრულად არ ეთანხმებით ლიცენზირებული შეთანხმების ყველა პირობას, თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ პროგრამა რაიმე მიზნებისთვის.
1. ლიცენზია
მიმდინარე ლიცენზირებული შეთანხმება („ლიცენზია’’) ფორმდება თქვენს, საბოლოო მომხმარებლის („მომხმარებელი) და ი.მ „ბიშკო ვალერი ნიკოლაის ძე’’-ს შორის УНП 291396650, ბელორუსიის რესპუბლიკა, ქ. სტოლინი, ტერეშკოვას ქუჩა, სახლი 19 ( “mtrobo.net”), რომელიც არის პროგრამის ყველა უფლებების მფლობელი („უფლების მფლობელი”). ლიცენზია განსაზღვრავს გამოყენების წესებს მომხმარებლის მიერ კომპანია „mtrobot.net“-ის ნებისმიერი სავაჭრო რობოტის გამოყენებასთან დაკავშირებით და მის დოკუმენტაციას, რომელიც განკუთვნილია ავტომატური ვაჭრობისთვის ტერმინალში metatrader 4-ში.
1.1. პროგრამის დაკოპირების და მისი დაყენების შემთხვევაში პერსონალურ კომპიუტერზე ან სერვერზე მომხმარებელი გამოხატავს სრულ თანხმობას ლიცენზიის ყველა პირობებზე.
1.2. პროგრამის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მიმდინარე ლიცენზიის პირობების საფუძველზე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ლიცენზიის ყველა პირობებს, მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოიყენოს პროგრამა რაიმე მიზნებისთვის. პროგრამის გამოყენება ლიცენზიის რომელიმე პირობების დარღვევით არის აკრძალული.
1.3. პროგრამის გამოყენება მიმდინარე ლიცენზიის პირობების საფუძველზე ხორციელდება უსასყიდლოთ. პროგრამის გამოყენება სხვა პირობების და ხერხების მიხედვით დაშვებულია მხოლოდ ცალკეული დამატებითი უფლებების მფლობელის მიერ შედგენილი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში.
2. უფლებები პროგრამაზე
სრული უფლებები პროგრამაზე ეკუთვნის უფლებების მფლობელს.
3. მომხმარებლის უფლებები
3.1. პროგრამა. უფლებების მფლობელი მომხმარებელს აძლევს უფლებას (ჩვეულებრივ ლიცენზიას) გამოიყენოს პროგრამა პირდაპირი ფუნქციონალური მიზნებისთვის, დააკოპიროს და დააყენოს პროგრამა თავის პერსონალურ კომპიუტერზე (კოპიუტერებზე) ან სერვერზე (სერვერებზე). მომხმარებელი უფლებამოსილია დააყენოს პროგრამა შეუზღუდავი რაოდენობის კომპიუტერებზე, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის სავაჭრო ანგარიშებზე.

3.2. შეზღუდვები. შემთხვევების გამოკლებით, რომელიც პირდაპირ განსაზღვრულია მიმდინარე ლიცენზიის ან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მომხმარებელს არ აქვს უფლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
– გადამუშავება ან მოდიფიკაცია;
– შეცვლა, დეკომპილირება, დისასემბლირება, დეშიფრირება ამ რაიმე სხვე ქმედებები პროგრამის კოდებთან, რომლის მიზანია პროგრამის არასანქციონირებული გამოყენება, ინფორმაციის გამოყენება ალგორითმენის რეალიზაციის შესახებ უფლებების მფლობელის წერილობითი თანხმობის გარეშე;
– რაიმე შეტყობინებების წაშლა საავტორო უფლებების შესახებ;
– პროგრამის სხვა გზით და მიზნით გამოყენება, რომელიც არ არის განსაზღვრული მიმდინარე ლიცენზიის მიხედვით.
4. პროგრამის გამოყენების პირობები
4.1. მომხმარებელს აქვს უფლება გამოიყენოს პროგრამა მხოლოდ საკუთარ ანგარიშებზე.
5. პასუხისმგებლობა და გარანტიები ლიცენზიის მიხედვით
5.1. პროგრამა წარმოდგენილია პირობებზე ‘’როგორიც არის’’ (as is). უფლებების მფლობელი არ იძლევა არანაირ გარანტიებს პროგრამის უშეცდომო მუშაობასთან დაკავშირებით, მომხმარებლის რაიმე მიზნისთვის პროგრამის შესაბამისობასთან დაკავშირებით, ბაზრის დონესთან და აგრეთვე არ იძლება რაიმე გარანტიებს, რომელიც პირდაპირ არ არის მიმდინარე ლიცენზიაში აღნიშნული.
5.2. ქმედებები კანონმდებლობის მიხედვით, უფლებების მფლობელი არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე პირდაპირი ან ირიბი შედეგებისთვის პროგრამის გამოყენებასთან (არ გამოყენებასთან) დაკავშირებით, რომლებიც იმოქმდებს მომხმარებელზე ან მესამე პირზე პროგრამის გამოყენების (არ გამოყენების) შედეგად, მათ შორის პროგრამის მუშაობაში რაიმე შესაძლო შეცდომების გამო.
5.3. უფლებების მფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ლიცენზიის ქმედება, თუ მომხმარებელი არ იცავს ლიცენზიის პირობებს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს პროგრამის წაშლა და გაანადგუროს პროგრამის ყველა ასლები.