პირობები იყიდება

საჯარო ოფერტი

მიმდინარე დოკუმენტი (პროდუქციის გაყიდვის წესები) და აგრეთვე პროდუქციის აღწერა, რომელიც წარდგენილია გამყიდველის მიერ ინტერნეტ- მაღაზიაში http://mtrobot.net-ის მისამართზე, საბოლოოდ ეს არის საჯარო ოფერტი ანუ გამყიდველის წინადადება განახორციელოს ყიდვის-გაყიდვის ხელშეკრულება ფიზიკურ პირთან, რომელიც არის ინტერნეტ საიტის http://mtrobot.net-ის მომხმარებელი, შემდგომ მყიდველი.

ტერმინები

წესები – მიმდინარე დოკუმენტი, რომელსაც მყიდველი  სავალდებულოა გაეცნოს ინტერნეტ-მაღაზიაში რომელიმე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში.

მყიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპირებს შეუკვეთოს ან შეიძინოს ინტერნეტ-მაღაზიაში პროდუქცია ან უკვე შეუკვეთა და იყენებს ინტერნეტ-მაღაზიის პროდუქციას.

გამყიდველი – იურიდული პირი ი.მ. „ბიშკო ვალერი ნიკოლაიევის ძე“ УНП 291396650, რომელიც ახდენს პროდუქციის რეალიზაციას ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით.

პროდუქცია – პროგრამული უზრუნველყოფა და/ან უფლება ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების გამოყენებაზე, რომელიც გასაყიდად წარდგენილია ინტერნეტ-მაღაზიაში ნაწილობრივ ან სრულად. პროდუქციის ნუსხა განისაზღვრება გამყიდველის მიერ.

ინტერნეტ-მაღაზია – გამყიდველის სავაჭრო მოედანი, რომელიც წარდგენილია მოცემულ ინტერნეტ-მაღაზიაში და რომელიც შეიცავს ტექნიკურ შესაძლებლობებს, გამყიდველის პროდუქციის აღწერის ნახვას და მის შეკვეთას.

პროდუქციის გაყიდვის პირობები

  • ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთის და შეძენის შემთხვევაში, მყიდველი ეთანხმება მიმდინარე წესებს.
  • გამყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები მიმდინარე წესებში და აგრეთვე ცვლილებები პროდუქციის აღწერაში, მისი ფასის ჩათვლით.
  • საჯარო ოფერტის მყიდველის აქცეპტი, რომლის ნაწილი მიმდინარე წესებია, ხორციელდება პროდუქციის ღირებულების გადახდის მეშვეობით გაფორმებული შეკვეთის პირობების თანახმად, რაც ერთდროულად ითვლება მყიდველის განზრახვის გამოხატულებად შეიძინოს პროდუქცია. მყიდველის მეირ ოფერტის აქცეპტის მომენტიდან, ხელშეკრულება გადახდილი პროდუქციის შესაძენად ითვლება შესრულებულად.

პროდუქციის ღირებულების გადახდის მომენტად ითვლება ფულადი სახსრების შესაბამისი მოცულობის დარიცხვა გამყიდველის ანგარიშზე, გამყიდველის მიერ რწმუნებული მესამე პირის მიერ ან ნაღდი ფულის გადაცემა და მიღება რწმუნებული გამყიდველის და მყიდველის მესამე პირების მიერ.

  1. ინტერნეტ-მაღაზიაში პროდუქციის შესაძენად მყიდველი ახდენს შეკვეთის გაფორმებას. შეკვეთის გაფორმება ხორციელდება შესაბამისი ინტერფეისის დამხარებით, რომელიც მდებარეობს ინტერნეტ-მაღაზიის გვერდებზე.

შეკვეთის გაფორმების დროს გამყიდველი წარუდგენს მყიდველს შემდეგ ინფორმაციას:

ფიზიკური პირები:

  • მყიდველის სახელი, გვარი და მამის სახელი;
  • საკონტაქტო ტელეფონი;
  • მყიდველის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • მყიდველის მისამართი (საჭიროების შემთხვევაში);
  • გადახდის მეთოდი (არჩევანი გადახდის ერთი-ერთი მეთოდიდან, რომელიც წარდგენილია გამყიდველის მიერ)

იურიდიული პირები:

  • სრული დასახელება;
  • წარმომადგენელის სახელი, გვარი და მამის სახელი, რწმუნებული პროდუქციის მიღებაზე;
  • საქონტაქტო ტელეფონი;
  • მყიდველის ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  • საიდენტიფიკაციო კოდი;
  • მყიდველის მისამართი;
  • იურიდიული მისამართი.

მყიდველი პასუხისმგებელია არასწორი მონაცემების წარდგენისთვის, რომლის მიზეზიც შეიძლება გახდეს გამყიდველის მიერ მყიდველის წინაშე თავისი მოვალეობების სათანადოდ შეუსრულებლობის მიზეზი.

  • პროდუქციის ღირებულების გადახდა მყიდველის მიერ ხორციელდება იმ ფასზე, რომელიც მითითებულია ინტერნეტ-მაღაზიაში შესაბამისი პროდუქციის აღწერაში  და იმ ვადაში რომელიც შეთანხმებულია მყიდველთან შეკვეთის გაფორმების მომენტში.
  • ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, პროფუქციის მიწოდება მყიდველისთვის ხორციელდება გამყიდველის მიერ პროდუქციის გადმოსაწერი ბმულის მიწოდებით. მიწოდება ხორციელდება იმ ვადებში, რომელიც შეთანხმებული იყო შეკვეთის გაფორმების მომენტში.
  • პროდუქციის რეალიზაციის შეუძლებლობის გამო, გამყიდველი ვალდებულია გააფრთხილოს მყიდველი წერილის გაგზავნის გზით, მყიდველის ელექტრონულ მისამართზე ან საკონტაქტო ტელეფონზე. ასეთ შემთხვევაში მხარეების შემდეგი ურთიერთობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
  • პროდუქცია ითვლება გადაცემულად მყიდველის მიერ გადმოწერის მომენტიდან. გამყიდველი უფლებამოსილია, რომ არ გადასცეს გადაუხდელი პროდუქცია. პროდუქცია ითვლება მიღებულად მყიდველის მიერ თუ მან მიიღო წვდომა პროდუქციაზე გამყიდველისგან. უფლება ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების გამოყენებისთვის, ითვლება მიწოდებულად მყიდველისთვის პროდუქციის ღირებულების გადახდის მომენტიდან. აგრეთვე თუ პროდუქცია დაცულია საავტორო უფლებებით, პროდუქცია ითვლება გადაცემულად თუ მყიდველმა გაუხსნა წვდომა პროდუქციაზე.
  • მყიდველი უფლებამოსილია პროდუქციის შეძენაზე უარი განაცხადოს მის მიწოდებამდე (პროდუქციის გადმოწერამდე). მყიდველის მიერ პროდუქციაზე უარის განაცხადების შემთხვევაში, გამყიდველი ვალდებულია მოახდინოს გადახდილი ფულადი სახსრების სრულად დაბრუნება არანაკლებ 10 კალენდარულ დღეში, მყიდველის მიერ შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში წერილობითი სახით ან ელექსტრონული ფოსტის მეშვეობით.
  • უფლებები პროდუქციის გამოყენებაზე გადაეცემა მყიდველს შემდეგ პირობების საფუძველზე:
  • გადაცემა ხორციელდება მარტივი ლიცენზიის საფუძველზე;
  • გადაცემული უფლებების ღირებულება განისაზღვრება პროდუქციის აღწერით;
  • გადაცემული უფლებების მოცულობა განისაზღვრება პროდუქციის აღწერით, წინააღმდეგობის შემთხვევაში უფლებებში შედის მისი გააქტიურება, ინსტალაციის შეზღუდული უფლება, კოპირება და ჩართვა. გადაცემული უფლებების მოცულობა განისაზღვრება საბოლოო სამომხმარებლოს შეთანხების პირობებით, თუ ასეთი შეთანხმება თანდართულია პროდუქციასთან ერთად;

უფლებების გადაცემის ვადა განისაზღვრება საბოლოო სამომხმარებლო სალიცენზიო ხელშეკრულებით.

 

  • გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი ზიანისთვის, რომელიც მყიდველისთვის მიყენებულია პროდუქციის არასწორი გამოყენების შემთხვევაში.
  • გამყიდველი უფლებამოსილია გადასცეს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები მესამე პირებს, მყიდველის უფლებების და ინტერესების დაცვის პირობით.
  • მყიდველი გარანტიას იძლევა, რომ პროდუქციის რეალიზაციის მომენტში ის სრულიად ქმედითუნარიანია პროდუქციის შესაძენად.
  • გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მყიდველის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა. გამყიდველი ვალდებულია არ გაასაჯაროოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაცია, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მიწოდებულია გამყიდველის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. გამყიდველს შეუძლია მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია აგენტებს და მესამე პირებს, რომლებიც მოქმედებენ გამყიდველთან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მყიდველის წინაშე ვალდებულებების შესრულებისთვის.

გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი მონაცემების გასაჯაროებაზე, რომლებიც მიწოდებულია მყიდველის მიერ ინტერნეტ-მაღაზიის გვერდზე საჯარო ფორმაში.