ჩვენი უპირატესობები

ალგორითმულ ვაჭრობას აქვს რეალური უპირატესობები ხელით ვაჭრობასთან შედარებით. უპირატესობები არის:

  • სიზუსტე და შეუცდომლობა

სავაჭრო რობოტების მუშაობის საფუძველში დევს მკაცრი ალგორითმები. ისინი არ გამოტოვებენ არცერთ სავაჭრო სისტემის სიგნალს, არ შეეშლებათ ღილაკები კლავიატურაზე, არ შეცდებიან ოპერაციის ნომრის შეყვანის დროს, არ გაეფანტებათ ყურადღება სატელეფონო ზარის გამო. მათი ერთადერთი ამოცანაა – თვალი ადევნონ ბაზრის მოძრაობებს.

  • სიჩქარე

გამოცდილ ტრეიდერს შეუძლია სწრაფად შეაფასოს მდგომარეობა ბაზარზე და სწრაფად განახორციელოს გარიბებები. მაგრამ მას არ შეუძლია ამის გაკეთება ელვის სისწრაფით. სავაჭრო რობოტი წამზე ნაკლებ დროში ახდენს შემოსული ინფორმაციის მთელი მოცულობის ანალიზს. ერთდროულად ახორციელებს გარიგებებს – იმდენად სწრაფად, რამდენადაც მას ინფრასტრუქტურა აძლევს საშუალებას.

მომენტალური რეაქცია ბაზრის ნებისმიერ მოძრაობებზე ფარავს ავტომატური ვაჭრობის ერთადერთ ნაკლს, იმას რომ მას არ შეუძლია ფუნდამენტალური ანალიზის გაკეთება. არცერთ რობოტს არ შეუძლია მოახდინოს საბაზრო ფასების ანალიზი სიახლეების და მოვლენების საფუძველზე, თუმცა კარგ რობოტს შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება პირველ სავაჭრო სიგნალებზე, მანამდე სანამ ტრეიდერი შევა ბაზარზე.

  • ემოციების სრული არარსებობა

სავაჭრო რობოტი არ არის აზარტული. რობოტი არ „ფლანგავს’’ დროს ტრეიდერების ფორუმებზე, არ ვარდება დეპრესიაში უარყოფითი გარიგებების გამო ან პირადი პრობლემების გამო. „უსულო“ ალგორითმი ზუსტად მუშაობს პროგრამის მიხედვით.

  • მუდმივი ძრავა

სავაჭრო პლატფორმების მობილური ვერსიების გამოჩენამ საგრძნობლად შეუმსუბუქა ტრეიდერებს ცხოვრება, მათ აღარ უწევთ საათობით კომპიუტერების მონიტორებთან ჯდომა. თუმცა მობილური ტრეიდინგიც  დიდ ყურადღებას ითხოვს და ტრეიდერის კონცენტრაცია მთლიანად მიმართული უნდა იყოს ბაზრისკენ. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ტრეიდერის ჯამრთელობაზე და აგრეთვე მისი ვაჭრობის შედეგებზე.

ადამიანისგან განსხვავებით, რობოტი არ იღლება – ის ინტენსიურად და შედეგიანად მუშაობს 24 საათის განმავლობაში.

ალგორითმული ვაჭრობის პლუსები ნათელია, თუმცა ყველა ალგორითმი სწორად არ მუშაობს და არ შეუძლია გამოიყენოს სავაჭრო პლატფორმის MetaTrader-ის შესაძლებლობები.

იდეალური ვარიანტი გამოცდილი ტრეიდერისთვის – ეს არის საკუთარი პროგრამის გამოყენება, რომელიც დაფუძნებულია ექსკლუზიურ სავაჭრო სტრატეგიაზე. მისი შექმნისთვის შესაძლებელია კარგი პროგრამისტის დაქირავება, მაგრამ თუ პროგრამისტი არც ისე კარგად ერკვევა სავალუტო ბაზრის სპეფიციკაში, მაშინ თქვენი სტრატეგია ავტომატურად აღარ იქნება ექსკლუზიური. და თუ პროგრამისტი არ იცნობს საბაზრო ვაჭრობას, მაშინ რთული იქნება მიიღოთ ის შედეგი, რომელიც თქვენ დაგაკმაყოფილებთ.

თქვენთვის შეთავაზებული სავაჭრო რობოტები გამომუშავებულია გამოცდილი პროგრამისტების მიერ, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ მათემატიკური და ინსტრუმენტალური ანალიზის მეთოდებს, და მუშაობენ რობოტებზე პროფესიონალ ტრეიდერებთან.

ჩვენი პროდუქტების შექმნის პროცესში, ჩვენ გავითვალისწინეთ ალგორითმული ტრეიდინგის ყველა ნიუანსი, მოვახდინეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მინიმუმამდე დავიყვანეთ პრობლემები და შეზღუდვები.

ჩვენი პროდუქტის შეძენით, თქვენ:

  • ივაჭრებთ მაქსიმალურად მომგებიანად და მინიმალური რისკებით. რობოტების მუშაობის საფუძველში დევს ყველაზე წარმატებული სავაჭრო სტრატეგიები, რომლების ეფექტურობა დადასტურებულია პრაქტიკით. ყველა პროგრამა არის დატესტილი და შემოწმებული ისტორიულ მონაცემებზე.
  • აირჩევთ ოპტიმალურ ფუნქციონალს. ჩვენ გამოვიმუშავებთ სავაჭრო რობოტებს, რომლის საფუძველში დევს სანდო სტრატეგიები, შემოწმებული გამოცდილი ტრეიდერების მიერ. თქვენ მიიღებთ მზა პროგრამას, რომელიც მაქსიმალურად ადაპტირებული იქნება თქვენი მოთხოვნების, გამოცდილების, ჩვევების და შესაძლებლობების მიხედვით. რობოტების მუშაობა არის შეთანხმებული, ეს იმას ნიშნავს რომ ერთი რობიტის მუშაობა ხელს არ შეუშლის მეორეს. ასეთი გზით თქვენ თავად შეგიძლიათ შეაგროვოთ აგრეგატი ყველაზე წარმატებული ავტომატიზირებული სტრატეგიებიდან.
  • გამჭვირვალე ალგორითმები. ყველა ჩვენი სტრატეგიები და ალგორითმები ღიაა, ჩვენ არ ვყიდით კატას ტომარაში, თქვენ თავად შეგიძლიათ გასინჯოთ ნებისმიერი სტრატეგია ხელით ვაჭრობის დროს და მისი მომგებიანობაში დარწმუნების შემდეგ, შეიძინოთ შესაფერისი რობოტი.