robot მონტაჟი

მოკლე სახელმძღვანელო:

არქივში, რომელსაც თქვენ მიიღებთ რობოტის შეძენის დროს, იქნება ორი ფაილი: ავტომატური დამყენებელი (***.exe) და მრჩეველი (***.ex4)

თუ თქვენ გამოიყენებთ დამყენებელს, მაშინ გადადით პირდაპირ მეორე ნაბიჯზე

თუ დაყენების დროს რაღაც პრობლემა შეიქმნა ან თქვენ გსურთ დააყენოთ ის ხელით, მაშინ აკეთებთ ყველაფერს რიგის მიხედვით

პირველი ნაბიჯი

ვიწერთ არქივს ექსპერტით და დამყენებლით

  • ვხსნით ფაილს
  • ვაკოპირებთ ექსპერტს (ფაილი .ex4-ით) არქივიდან (ctrl+c)
  • ვრთავთ ტერმინალს metatrader 4
  • ტერმინალის ფანჯრის მარცხენა ზედა კუთხეში ვაჭერთ ღილაკს „ფაილი“- „ ვხსნით მონაცემების კატალოგს“
  • გაიხსნება სავაჭრო ტერმინალის metatrader-ის სამუშაო კატალოგი. მანდ ვხსნით საქაღალდეს MQL4, შემდეგ საქაღალდეს Experts
  • “ვსვამთ“ ჩვენს საქაღალდეში ჩვენს ექსპერტს (მაუსის მარჯვენა ღილაკით საქაღალდის ცარიელ ადგილას – Paste ან უბრალოდ ctrl+v)
  • ვხურავთ საქაღალდეს Experts

მეორე ნაბიჯი

  • ტერმინალის ფანჯარაში, მარცხნიდან დავინახავთ ფანჯარას „ნავიგატორი“. თუ ის ვერ დავინახეთ, ვაჭერთ „ხედს“ (ღილაკი ზედა პანელზე)- „ნავიგატორი“.
  • „ნავიგატორის’’ ფანჯარაში ვნახულობთ სექციას „მრჩეველები“ და ვაჭერთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკით. ვაჭერთ „განახლებას“
  • მრჩეველებს შორის უნდა აღმოჩნდეს ჩვენი
  • ვიღებთ მაუსით და გადაგვაქვს ექსპერტი გრაფიკზე
  • განყოფილებაში „საერთო“ უნდა იყოს ნიშანი „მრჩეველისთვის ვაჭრობის ნების დართვა“.
  • ტერმინალის პარამეტრებში აგრეთვე უნდა იყოს ნების დართვა ავტომატური ვაჭრობისთვის. ამის შემოწმება შესაძლებელია ღილაკით „სერვისი“ (ტერმინალის ზედა პანელში) – „პარამეტრები“ – (განყოფილება) „მრჩეველები-„ავტომატური ვაჭრობისთვის ნების დართვა“.
  • იმის მერე რაც ყველა პირობა შესრულებული იქნება, სავაჭრო ტერმინალის ზედა კუთხეში ჩვენ დავინახავთ სმაილის ნიშანს, რომელიც მეტყველებს რობოტის წარმატებულად დაინსტალირების შესახებ.
  • ვაჭრობა მრჩეველის მიხედვით ხორციელდება ტერმინალიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამიტომაც ტერმინალის დახურვის შემდეგ რობოტი წყვეტს ვაჭრობას.